ბერა ივანიშვილი მასზე გავრცელებულ ჭორს პასუხობს

75

ბერა ივანიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გახმაურებულ ბრალდებას პასუხობს. რეპერმა განცხადება ოფიციალური “ფეისბუქის” გვერდზე გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

“მოგესალმებით ყველას, მინდა, პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს… მომხდართან არც მე და არც ერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს.
მუდამ თქვენი
ბერა”

შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა ინფორმაცია და ამტკიცებს, რომ ბერა ივანიშვილის მოთხოვნის გამო პოლიციიდან 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ნუგზარ წიკლაურის მტკიცებით, შარდენზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ივანიშვილის ვაჟმა დაცვის წევრის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო, ამას კი შს მინისტრის მიერ პოლიციიდან 9 თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა.

 

https://www.facebook.com/beraofficial/posts/1289362837808484

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები