LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერა ივანიშვილმა ბასტა რაიმსი ხელში აიტაცა და… – “გადავრჩი…” (ვიდეო)

28

ჯაზფესტივალზე ამერიკელი რეპერი, ბასტა რაიმსი კრის ბრაუნის ნაცვლად ჩამოვიდა. მისმა კონცერტმა უამრავი მსმენელის წინაშე ჩაიარა. ბასტამ თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში და სცენიდან შამპანურით ადღეგრძელებდა ხან “ისტერნ პრომოუშენის” წარმომადგენელს, ხან კულტურის მინისტრის მოადგილეს, ხან დაცვის ქართველ წევრს, ხანაც საკუთარ მენეჯერს.

რაიმსი კონცერტის ბოლოს ხალხშიც ჩავიდა და სასმელიც დააგემოვნა იქვე, ბარში. მანამდე კი, მან რეპერ ბერა ივანიშვილთან ერთად ფოტო გადაიღო და ის ხელში აიტაცა. საპასუხოდ ბერამ თავადაც აიტაცა ხელში ბასტა რაიმსი და შემდეგ ორივე სცენაზე დაეცნენ.

ბერამ თავად გააზიარა ეს სახალისო ვიდეო და დააწერა – “მეგობრებო, გადავრჩი, ცოცხალი ვარ. ნოუ კომენტ.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები