LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძნულ მითოლოგიასთან დაკავშირებული სამოსის გამო თურქეთმა ელჩი მოხსნა

84

თურქეთმა უგანდიდან საკუთარი ელჩი  მას შემდეგ გაიწვია, რაც მისმა ბერძნული მითოლოგიით შთაგონებულმა ჩაცმულობამ  კრიტიკა დაიმსახურა. ამის შესახებ “ევრონიუსი” წერს. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამბობენ, რომ თურქეთის წარმომადგენელი დიპლომატისათვის შეუფერებელია.

ელჩის, სედეფ იავუზალის ფოტოები, უგანდის დედაქალაქ კამპალაში, თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზეა გადაღებული.

ელჩს ,  სავარაუდოდ, ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟის, ელენეს სამოსი ეცვა, რომელიც, თავის მხრივ, ცნობილ ტროას ომთანაა დაკავშირებული. თუმცა, აღსანიშნავია რომ მსგავსი სამოსი საელჩოს სხვა დიპლომატსაც აცვია.

https://twitter.com/Parliament_Ug/status/1056954781468635138?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwgr%5E363937393b70726f64756374696f6e&ref_url=https%3A%2F%2Fwww.euronews.com%2F2018%2F11%2F03%2Fturkey-recalls-amb

“ევრონიუსმა” გაწვეული ელჩის სიტყვით გამოსვლის ტექსტი მოიპოვა, საიდანაც  ნათელი ხდება, რატომ გადაწყვიტა მან ცერემონიაზე ასე გამოწყობილიყო.

საქმე ისაა, რომ სედეფ იავუზალმა  2018-ზე, როგორც ტროას წელზე ისაუბრა, რომელიც თავად თურქეთის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა. ელჩმა ტროას 4 000 წლიან ისტორიასა და თურქეთისათვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დიდი ალბათობით, სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდა მისი ჩაცმულობაც, რომელიც დიპლომატის გაწვევის მიზეზი გახდა.

“ევრონიუსის” ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები