LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძნული კუნძულების მთავარი ღირსშესანიშნაობები

773

რა თქმა უნდა, საბერძნეთის კუნძულები არასდროს უჩიოდნენ სტუმრების სიმცირეს, თუმცა ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, როგორ გაერთოს. გთავაზობთ რამდენიმე პრქტიკულ რჩევას, რათა შვებულება დაუვიწყარ „ბერძნულ არდადეგებად“ აქციოთ.

ჰალკიდიკის ნახევარკუნძული – დაათვალიერეთ საბერძნეთის მნიშვნელობით მეორე ქალაქი – სალონიკი და კატარღით იმოგზაურეთ ღირსშესანიშნაობებით მდიდარ აიონ-ოროსის რეგიონში.

სანტორინის კუნძული – გაეცანით კუნძულის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ეთნოსოფელში და მოინახულეთ არქეოლოგიური ქალაქი თავისი ოდესღაც ფერფლით დაფარული შენობებით.

როდოსის კუნძული – განიწმინდეთ ცოდვებისგან ყინულივით ცივ წყაროებში, შეისწავლეთ პეპლების იშვიათი ჯიშები და მოინახულეთ „ფერად“ კუნძულად წოდებული სიმი.

კრეტას კუნძული – მოინახულეთ ქნოსის სასახლის უძველესი ნანგრევები და დიქტეის გამოქვაბული, სადაც ლეგენდის თანახმად ქალღმერთი რეა მეუღლეს – ტიტან ქრონოსს ემალებოდა.

ქოსის კუნძული – გაცურეთ მეზობელ – ნოსირისი და კალიმნოსის კუნძულებამდე,  მოინახულეთ ასკლეპიონის უძველესი ტაძარი და აღიდგინეთ ძალა „ემპროს თერმას“ ცხელ წყლებში.

კორფუს კუნძული – გაცურეთ „თაგვების კუნძულად“ წოდებულ პონტიკონისამდე და დატკბით კორისიონის ეკოლოგიურად სუფთა ტბების ხედებით პანორამული მოედნიდან, რომელსაც ადგილობრივებმა „კაიზერის სამეფო ტახტი“ შეარქვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები