LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებები დროებით შეუშვეს

53

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სროლებისა და აფეთქებების შედეგად დაზიანებული სადარბაზოს მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს. ისინი ბინებიდან კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ.

ადგილობრივების განცხადებით, ვითარება 46-ე კორპუსში რთულია, რადგან სადარბაზო, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, სრულად ამორტიზებულია.

მოსახლეობა ამბობს, რომ 46-ე კორპუსის მესამე სადარბაზოში ცხოვრება საშიშია.

არ შეიძლება ცხოვრება, როგორ შეიძლება, ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება. ჯერ კომპენსაციაზე არ ყოფილა საუბარი. არ ჩატარებულა ჯერ ექსპერტიზა,“ – განაცხადა დაზარალებულმა ნათია ბეგაშვილმა.

ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში კუთვნილი ნივთების ასაღებად შესვლის უფლება გამომძიებლების მისვლის შემდეგ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები