LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერი გაბრიელის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

80

ექიმებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1977 წელს დაბადებული მოქალაქე, ხოლო 1989 წელს დაბადებული პირი ფეხის არეში დაჭრა.

დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები