LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბერლინალე“: 10 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

233

11 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა ბერლინის რიგით 66-ე კინოფესტივალი, რომლის ჟიურისაც წელს მერილ სტრიპი ხელმძღვანელობს. სულ პროგრამაში 23 ფილმია და აქედან 18 იბრძოლებს ოქროს დათვის მოსაპოვებლად.  ჩვენ კი შევარჩიეთ ის 10 ფილმი, რომელსაც კინომოყვარულები ყველაზე მეტად ელიან საფესტივალო ჩვენებაზე.

გაუმარჯოს ცეზარს –  Hail, Caesar! 

ესაა ძმები კოენების ფილმი, სადაც მთავარ როლებს ჯოშ ბროლინი, ჯორჯ კლუნი, სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სუინტონი, რალფ ფაინსი და ჩენინგ ტატუმი ასრულებენ. მართალია ფილმი არ შესულა საკონკურსო პროგრამაში, თუმცა სწორედ მან გახსნა წლევანდელი ფესტივალი. კინოსურათი ფილმის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ცეზარის როლის შემსრულებელი მოულოდნელად გაუჩინარდება. პროდიუსერის ამოცანაა იპოვოს მსახობის შემცვლელი იქამდე, სანამ ეს ამბავი მედიაში გაჟონავს.

1

შუაღამის ექსპრესი Midnight Special

ესაა ჯეფ ნიკოლსის ფილმი, სადაც მთავარ როლებს ადამ დრაივერი და კრისტენ დანტსი ასრულებენ. ფილმი მამის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც შვილის გადამალვას ცდილობს. მას რელიგიური სექტისა და სამთავრობო აგენტებისგან შვილის დამალვა სურს, რომელსაც განსაკუთრებული უნარები აქვს.

kinopoisk.ru

გენიოსი –  Genius 

ესაა ბრიტანელი თეატრის რეჟისორის, მაიკლ გრანდადჯის კინოდებიუტი. სურათში მონაწილეობენ ჯუდ ლო, კოლინ ფერტი, ნიკოლ კიდმანი და ლორა ლინი. ფილმის სიუჟეტი მწერალ ტომას ვულფისა და გამომცემელ მაკს პერკინსის გარშემო ვითარდება, რომელებმაც მსოფლიოს გააცნეს ისეთი გენიოსები, როგორებიც იყვნენ ფრენსის სკოტ ფიტჯერალდი და ერნეტს ჰემინგუეი.

kinopoisk.ru

ღამის ადმინისტრატორი – The Night Manager 

ბერლინის კინოფესტივალზეც კი დაიწყეს სერიალიების ჩვენება. ესაა ჯონ ლე კარეს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ფესტივალზე სერიალის ორ ეპიზოდს აჩვენებენ. ის ყოფილ სამხედროზე მოგვითხრობს, მას სპეცსამსახურები გადაიბირებენ და საიდუმლო დავალების შესრულებას სთხოვენ. ამისთვის მან ციურიხში, სასტუმროს ადმინისტრატორად უნდა დაიწყოს მუშაობა. სერიალის რეჟისორი სუზანა ბირია და ერთ-ერთ მთავარ როლს ჰიუ ლორი ასრულებს.

4

ომი ყველასთან – War on Everyone 

ესაა ჯონ მაიკლ მაკდონის შავი კომედია, რომელსაც კრიტიკოსებმა უკვე მისცეს კარგი შეფასება და მას პრიზსაც უწინასწარმეტყველებენ.

კოლექტივი – Kollektivet 

ფილმი დანიელმა რეჟისორმა, ტომას ვინტერბერგმა გადაიღო. ფილმი მეუღლეების, ერიკისა და ანას ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც კოპენჰაგენის ცენტრში ფეშენებელურ ვილას ყიდულობენ, სადაც უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აპირებენ ცხოვრებას. მათი მყუდროება კი ირღვევა მას შემდეგ, რაც ერიკის ცხოვრებაში ახალი ქალი ჩნდება.

kinopoisk.ru

L’avenir – მომავალი 

ფილმი გერმანელი რეჟისორის, მია ჰანსენ-ლევეს ნამუშევარია, სადაც იზაბელ იუპერი ფილოსოფიის მასწავლებლის როლს ასრულებს. მას პიროვნების გაორება აქვს და ცხოვრება რადიკალურად იცვლება ქმართან დაშორების შემდეგ

7

ჩუმი ვნება – A Quiet Passion 

ეს ფილმი ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ნამუშევარია. ის ამერიკელი მწერლის, ემილი დიკინსონის ბაიოპიკია, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გახდა პოპულარული. ფილმში მთავარ როლს სინტია ნიკსონი ასრულებს

8

მარტო ბერლინში – Alone in Berlin 

ეს ფილმი ვენსანტ პერესის ნამუშევარია და მასში მთავარ როლებს ემა ტომსონი და დანიელ ბრიული ასრულებენ. ესაა ცნობილი რომანის „ყველა კვდება მარტო“ ეკრანიზაცია. ფილმი 40-იან წლებში წყვილის ისტორიას გვიყვება, რომელთა შვილი ომში იღუპება. წყვილი კი ცდილობს შური იძიოს ნაცისტურ რეჟიმზე და მის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს.

kinopoisk.ru

ბორისი ბატრისის გარეშე – Boris Sans Beatrice

ესაა კანდელი რეჟისორის, დენი კოტეს ფილმი. ფილმი არის ახალი მიმართულება ფსიქოლოგიური თრილერების ჟანრში.

10

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები