LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მილანში მოკლეს

48

ანის ამრი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტშია ეჭმიტანილი, პოლიციამ მილანში მოკლა. ამის შესახებ „გარდიანი“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გაზეთ „პანორამას“ მტკიცებით, ამრი ღამით, დაახლოებით სამ საათზე მოკლეს. მან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, საბოლოოდ კი სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია შეძლეს. ამრი მოკლა პოლიციელმა,რომელიც სულ 9 თვეა, სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს.

ოფიციალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით იტალიის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია.

ბერლინში ტერაქტი 19 დეკემბერს მოხდა, მძღოლი სატვირთო მანქანით ხალხის ნაკადში შეიჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები