LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინსა და სანქტ-პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება

62

ბერლინსა და პეტერბურგში 2017 წელს პაატა ბურჭულაძის ვოკალის აკადემია დაარსდება. ქართველი მომღერალი აპრილის თვიდან ასევე მუსორგსკის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. პარალელურად პაატა ბურჭულაძე განაგრძობს საერთაშორისო კარიერას. 2017 წლის მაისიდან ლონდონის სამეფო თეატრის „კოვენტ გარდენის“ მიწვევით ის ინკვიზიტორის პარტიას შეასრულებს ჯუზეპე ვერდის ოპერაში „დონ კარლოსი“. პრემიერა 12 მაისს გაიმართება.

“ყოველთვის მქონდა სურვილი, დამეარსებინა ვოკალის აკადემია და ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა ახლი თაობის მომღერლებისთვის. ახალი ხმების აღმოჩენითა და საერთაშორისო სააგენტოებთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია დაკავებული ვარ. არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მიხარია, როდესაც ქართველი საოპერო მომღერლები აღწევენ წარმატებას მსოფლიო სცენებზე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბერლინსა და სანკტ-პეტერბურგში გაიხსნება ვოკალის აკადემიები და შესაძლებლობა მომეცემა არა მხოლოდ ჩემი, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ჩემი კოლეგების გამოცდილება გადავცეთ მომავალ თაობას. უკვე ვიცი რამდენიმე ქართველი სტუდენტი, ვინც მომდევნო სეზონიდან ისწავლის ჩვენს აკადემიაში. ასევე, საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის მუსორგსკის სახელობის თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელობა.” – განაცხადა  პაატა ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები