LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

75

ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გერმანიაში, საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზი მოქმედებს +49 (0) 162 8855303.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან. ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.