LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბერმუხას“ შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომი ბაჩი ქიტიაშვილის ხსოვნას მიეძღვნება

57

Ardaidardo.Ge
გიორგი იობაშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ მალე ჯგუფ „ბერმუხასადმი“ მიძღვნილი ალბომი გამოვა, რომლის ჩაწერაშიც სხვადასხვა მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. ალბომი „ბერმუხას“ წევრის, ბაჩი ქიტიაშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

 

სტატუსს სრულად გთავაზობთ:

 

„მოკლედ, მეგობრებო… დავიწყეთ ჯგუფ „ბერმუხა“-ს თრიბიუთ ალბომის აქტიურად ჩაწერა… ალბომში იხილავთ როგორც „ბერმუხას“ ძველ წევრებს, ასევე სხვადასხვა ქართველ მუსიკოსებს… ძველი თუ ახალი თაობიდან… ასევე ალბომში შევა ყველა იმ კომპოზიციის განახლებული ვარიანტი, რაც კი სხვადასხვა დროს სრულდებოდა ჯგუფის შემოქმედებაში…

 

ერთი თხოვნა მაქვს ყველა ჩემს მეგობართან თუ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანთან, არასდროს მსგავსი თხოვნა არავისთან მქონია. გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ამ წამოწყებას და პროექტს გაზიარებით და თანადგომით… ეს ყველაფერი ყველანაირი ფინანსური დაინტერესების და ანგარების გარეშე კეთდება იმისთვის, რომ არ დაიკარგოს იმ ჯგუფის შემოქმედება, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა საქართველოში როკმუსიკის შემოტანის და განვითარებისთვის… დიდი მადლობა ყველას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები