LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია ნეოფაშისტებზე: მიმდინარეობს შესწავლა, არღვევს თუ არა მათი მოწოდებები კანონს

28

ნეონაცისტურ ჯგუფებისა და ხელისუფლების კავშირზე ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს მმართველი გუნდი ეხმაურება. ეკა ბესელია განცხადებებს აბსურდულს უწოდებს.იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არის ბრალდება და მეტი არაფერი.

მსგავსი ორგანიზაციები ვის მიმართაც არსებობს კითხვები, მე როგორც მოვიძიე ინფორმაცია და დავსვი ეს კითხვები ვიცი, რომ შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. ანუ უნდა იყოს შესწავლილი სიმბოლიკები თუ ატრიბუტები თუ ა.შ. რაზეც არის ბოლო დღეებში საუბარი. ეს არის თუ არა ის შემთხვევა, რომელიც კანონით პირდაპირ არის აკრძალული. იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში განცხადებები კეთდებოდა მაგრამ რეალურად რეალობასთან ის არ იყო ახლო. რაც შეეხება კითხვას -ხელისუფლებასთან არიან თუ არა კავშირში ეს ორგანიზაციები, ეს არის მხოლოდ ბრალდება”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები