LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია პრეზიდენტის შენიშვნებზე : ასეთ დავალებებს კანონმდებლები არავისგან უნდა ვიღებდეთ

99

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის  მითითების მიცემა, თუ სად უნდა იყოს კონკრეტული სააგენტო, საპარლამენტო საქმიანობაში პირდაპირ შეჭრაა. ბესელია ფარული მოსმენა-მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის ვეტოს “პრინციპულად არასწორად” მიიჩნევს.

,,მე ვფიქრობ, რომ სრულიად აღრევა მოხდება კონსტიტუციური პრინციპების თუ კი არ გაიმიჯნა ფუნქციები, რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო. ასეთ დავალებებს კანონმდებლები არავისგან უნდა ვიღებდეთ. მე, პრინციპულად მიმაჩნია, რომ პარლამენტმა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრალესობითაა წარმოდგენილი და იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დაგვიწეროს ჩვენ მოდელი. მაშინ სრულიად აღრევა მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის, საკანონმდებლო ფუნქციაში. ძალიან პრინციპული საკითხია, რომ შენიშვნები კანონების კონსტიტუციურ ჭრილში განხილვას ეხებოდეს და არა იმას, კონკრეტული სააგენტო რომელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტუქტურის ქვეშ იქნება. ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე ვეტოს გამოყენების უფლება ეს არის პრინციპულად არასწორი გაგება ამ პოლიტიკური მოვლენების. ამიტომ ალბათ საჭიროა რომ ყველაფერი გააზრებული იყოს. შესაბამისად ასეთ არგუმენტებს ვერ გავიზიარებთ“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები