LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია სალომე ზურაბიშვილზე: იშვიათად მინახავს ასე ერთად თავმოყრილი ქალში ამდენი ღირსება და თვისება

53

იშვიათად მინახავს ასე ერთად თავმოყრილი ქალში ამდენი ღირსება და თვისება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, ჩხოროწყუში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე,  პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი 2007 წელს გაიცნო და მისივე თქმით, ახსოვს როგორი თავდადებით, უშიშრობით და პრინციპულობით იბრძოდა ზურაბიშვილი მაშინდელი სისტემის წინააღმდეგ.

„მინდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პირველ რიგში, ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი იმ ცნობილი მოვლენების დროს, 2007 წელს, როდესაც ძალიან დიდი მღელვარება დაიწყო იმ სისტემისა და იმ რეჟიმის წინააღმდეგ. მახსოვს 2007 წლიდან დღემდე ყველა ის ეტაპი, ყველა გზა, ყველა დღე, ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო იქამდეც და იმის შემდეგ, მაგრამ რისი თვითმხილველიც ვარ, იმაზე უფრო შემიძლია გესაუბროთ.

მახსოვს როგორი სიყვარულით, როგორი თავდადებით, როგორი უშიშრობით, როგორი პრინციპულობით იბრძოდა სალომე ზურაბიშვილი. იშვიათად მინახავს ასე ერთად თავმოყრილი ქალში ამდენი ღირსება და თვისება. სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული რომ აქვს, ეს გასაგებია, რადგან დაიბადა საფრანგეთში და სწორედ იმიტომ დაიბადა იმ ადგილას, რომ იმ ძალიან ცნობილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე დრამატული მოვლენების გამო აღმოჩნდა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელზეც მან დღეს უარი თქვა, რადგან მას უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან ემსახუროს საქართველოს იმ ერთგულებით და სიყვარულით, როგორითაც მან ეს წლები გამოიარა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში მარტვილში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები