LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია : უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტისთვის ირაკლი ასალანიას საჭირო გამოცდილება აქვს

39

ეკა ბესელია ამბობს, რომ ირაკლი ასალანიას უშიშროების  ეროვნული საბჭოს მდივნისთვის საჭირო გამოცდილება აქვს. ამის შესახებ დეპუტატმა გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილმა, ალასანია, შესაძლოა, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნოს.

“არ ვიცი, ვის შესთავაზებს პრეზიდენტი მნიშვნელოვან ვაკანტურ პოზიციას. სავარაუდო გვარები სახელდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვართ. მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ დაიკავებს ამ პოზიციას. იმედს გამოვთქვამ, რომ ადამიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, თავის კვალიფიკაციით შესაბამისი იქნება საბჭოს სპეციფიკასთან. ირაკლი ალასანიას ბევრი წელი ნამუშევარი აქვს ამ კუთხით, გამოცდილება უთუოდ აქვს. ჩათვლის თუ არა პრეზიდენტი შესაფერისად, ამას ვერ გეტყვით“.

პოპულალურები