LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესელია ვერ იხსენებს ფაქტს, როდესაც სამართალდამცველთა მიერ შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება არ დაიწყო

28

ეკა ბესელია ვერ იხსენებს ვერცერთ ფაქტს, როდესაც სამართალდამცველთა მიერ შესაძლო გადაცდომაზე გამოძიება არ დაიწყო. დეპუტატმა ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

„სახალხო დამცველი არ ამბობს, რომ გამოძიება არ ხდება. ანგარიშში ის ამბობს, რომ გამოძიების შედეგები არ არის მისთვის ცნობილი. ჩვენ ვაკვირდებით მომხდარი მსგავსი ფაქტების დროს გამოძიება იწყება და მიმდინარეობს თუ არა. მე არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. შესაძლებელია იყოს სხვა ფაქტები, რაზეც გამოძიება არ დაიწყო და ჩვენთვის არ არის ცნობილი. ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას, რომ შედეგი დადგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით ვიყოთ, როდესაც ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ იქნება ძალადობა“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. ნანუაშვილმა აღნიშNა, რომ გასულ წელს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები