LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ დუღაშვილი პოლიციამ იპოვა – შსს

351

პოლიციამ დაკარგული კარიკატურისტი, ბესიკ დუღაშვილი იპოვა, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა პერტაია წერს.

ის არ საუბრობს დეტალებზე და უცნობია, სად იყო მხატვარი ორი დღის განმავლობაში, პერტაია აღნიშნავს, რომ სხვა დანარჩენი პერსონალური ინფორმაციაა.

მხატვარს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ ოჯახმა მიიღო შეტყობინება, რომ დუღაშვილი ერთ-ერთ მონასტერში იყო, თუმცა ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა.

მოგვიანებით კი მხატვრის პოვნის შესახებ ოფიციალური ცნობა თეა პერტაიამ გაავრცელა.

გაუჩინარებამდე ბესიკ დუღაშვილმა „ფეისბუქზე“ გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები