LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრ ქვეყანაში მინახავს ამომრჩევლის აღრიცხვა – თამარ ჟვანია

115

“მე ძალიან ბევრ ქვეყანაში მინახავს ამომრჩევლის აღრიცხვა სხვადასხვა  პოლიტიკური პარტიების მიერ, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც,”, – ამ განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება.

“ეს  ყველაფერი უნდა იყოს პირველ რიგში კანონის ჩარჩოებში, მეორე რიგში ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფლად ნების გამოვლენის საშუალება,“-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე  თქმით თუ ნებაზე ზეგავლენის ფაქტები დადასტურდება მხოლოდ ამ ნაწილშია ეს საკითხი პრობლემური და არა იმ ნაწილში, რომ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. მისივე თქმით თუ ამაზე აუცილებელია მსჯელობა, ეს უნდა ხდებოდეს არჩევნებამდე და არა მის პროცესში.

გუშინ, დღის გამავლობაში მესამე სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები, რომლებიც აღრიცხავდნენ ამომრჩეველს და ეწეოდნენ მათი ნების კონტროლს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები