LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრისგან ცოტ-ცოტა“ – ასე აპირებს უსუფაშვილი საკუთარი პარტიის დაფინანსების მოძიებას

50

„ბევრისგან ცოტ-ცოტა“ – ამ პრინციპით აპირებს დავით უსუფაშვილი თავისი ახალი პარტიისთვის დაფინანსების მოძიებას. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ამის შესახებ ახალი პოლიტიკური გუნდის წარდგენისას განაცხადა.

ის ამბობს, რომ მცდარი პოლიტიკაა, როდესაც ერთი ადამიანისგან დიდი დაფინანსების ჩადებას ითხოვენ და ამ პრაქტიკის გამეორებას არ აპირებს.

უსუფაშვილის პრინციპია,  რაც შეიძლება მეტი მონაწილე ჩაერთოს პარტიის საქმიანობაში იმ რესურსით, რაც გააჩნიათ – იქნება ეს ინტელექტუალური, თუ ფულადი. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენები უკვე დაუკავშირდნენ და პარტიაში საკუთარი ფულადი წვლილის შეტანაც შესთავაზეს, ისევე, როგორც იმ გუნდის წევრებმა, რომლებიც დღეს წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები