LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BGEO-ს მხარდაჭერით კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

102

BGEO-ს მხარდაჭერით კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება. კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის – Cannes Lions 2017 შესარჩევი კონკურსი თბილისში სტარტს პირველ აპრილს აიღებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 5 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული 5 გუნდი 2017 წლის ივნისში, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე, საქართველოს სახელით მსოფლიოს საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს.

კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. წელს სარეკლამო სფეროსა და მარკეტინგის ახალგაზრდა ტალანტები დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ახალგაზრდა მარკეტერისა და ვიდეო რეკლამის კატეგორიებში შეეჯიბრებიან.

„ჯგუფი საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ასევე, უმსხვილესი დამსაქმებელიცაა, რომელიც საუკეთესო ტალანტებს იზიდავს და ადამიანური კაპიტალის განვითარებას უწყობს ხელს. „ბიჯეოს“ მოწოდებაა, მხარი დავუჭიროთ ქართველი ტალანტების აღმოჩენას, მათ განვითარებას და საერთაშორისო ასპარზზე გასვლას“, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

Cannes Lions-ის მასპინძლობის მნიშვნელობას ზრდის შარშანდელი წარმატებაც. კანში, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში სწორედ ქართულმა გუნდმა მოიპოვა საპატიო პირველი ადგილი და ოქროს მედალი. 64- წლიან ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, სცენაზე საქართველოს დროშის აფრიალება.
კონკურსში მონაწილეობა სარეკლამო და ციფრულ სააგენტოებში დასაქმებულ 31 წლამდე ახალგაზრდს შეუძლია. ასევე, კატეგორიაში – „ახალგაზრდა მარკეტერი” ადგილობრივი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტში დასაქმებულიც მიიღებენ მონაწილეობას.

კონკურსი 1, 2 და 8 აპრილს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართება. დავალების შესასრულებლად 14 სთ-ია განსაზღვრული.
რეგისტრაცია 17 მარტიდან 24 მარტის ჩათვლითაა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ გვერდზე. ასევე, კანის ოფიციალური წარმომადგენლობის ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები