LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბია საერთაშორისო ბიზნესფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს

113

“ბია” საერთაშორისო ბიზნესფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება, სახელწოდებით “აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი”, “ბია”-ს ორგანიზებითა და “საქართველოს ლიზინგის ასოციაციის” მხარდაჭერით, 2017 წლის 17 ოქტომბერს სასტუმროში “ბილტმორ თბილისი” გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას” ”ბიადან” აცნობეს, ბიზნესფორუმის მიზანია საქართველოში თოთოეული დარგის განვითარება და ბიზნესისთვის სოლიდური პლატფორმის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით კავშირების გასაფართოვებლად და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გასაზიარებლად.

ფორუმს გახსნის ბიას გენერალური დირექტორი აიეტ კუკავა, ხოლო ეკონომიკისთვის სალიზინგო მომსახურების მნიშვნელობაზე ისაუბრებს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ბიას ფორუმს დაესწრება 500-ზე მეტი დელეგატი კავკასიის, დსთ-ს, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. წარმოდგენილები იქნებიან მომწოდებლები 9-ზე მეტი ქვეყნიდან და დელეგატები 16-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმი დელეგატებს მისცემს შესაძლებლობას, დაუკავშირდნენ სამშენებლო, აგრო, სამედიცინო, სატრანსპორტო და “ჰორეკა” სექტორისთვის საჭირო ტექნიკის მომწოდებლებსა და დილერებს, აქვე გაეცნონ ლიზინგის მომსახურების უპირატესობას, როგორც დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს და ისარგებლონ კონკურენტული შეთავაზებებით. ღონისძიების მიზანია, იაფი ფინანსური რესურსის შეთავაზება მეწარმეებისთვის ტექნიკური პარკის განსაახლებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიძიონ ეფექტური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის და გაეცნონ მიმდინარე და სამომავლო ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს, ხოლო მონაწილეები შეძლებენ, შეხვდნენ პოტენციურ მომხმარებლებსა და ახალ პარტნიორებს.

”ბიას” კონფერენციის პარალელურად გაიმართება მომწოდებლების გამოფენა, ასევე შესაძლებელი იქნება აღჭურვილობების მომწოდებლებთან და სალიზინგო კომპანიებთან B2B შეხვედრების დაგეგმვა წინასწარ ვებ-აპლიკლაციის მეშვეობით, რომელიც გააქტიურდება 7 ოქტომბრიდან biaforum.ge-ზე.

ფორუმზე დასწრება თავისუფალია და აუცილებელია რეგისტრაცია ვებგვერდზე -(http://www.biaforum.ge/real_forum/public/register)

”ბიას” ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება და ერთ სივრცეში აერთიანებს ინვესტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს. 2017 წლის მარტში ”ბიას” მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმს 10 ქვეყნიდან 450-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები