LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიანკა ბალტის საქორწინო კაბა „დოლჩე და გაბანამ“ ექსკლუზიურად მოდელისთვის შექმნა

355

იტალიელი მოდელი, ბიანკა ბალტი ცოლად ამერიკელ მეთიუ მეკრეის გაყვა. ქორწილი კაილიფორნიაში გასულ უქმეებზე გაიმართა და მას ინტერნეტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რამდენიმე ფოტო თავად ლამაზმანმა „ინსტაგრამზე“ გააზიარა. „საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, – ასე დაასათაურა მან ფოტოები.

ცერემონია ლაგუნა-ბიჩის რანჩოზე გაიმართა. პატარაძალს ექსკლუზიურად მისთვის შექმნილი „დოლჩე და გაბანას“ კაბა ეცვა. ბალტი აღნიშნულ მოდის სახლთან წლების წინ თანამშრომლობდა.

აღსანიშნავია, რომ ბიანკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. ადრე ის ფოტოგრაფ კრისტიან ლუჩიდიზე იყო დაქორწინებული. მისგან ბალტის ქალიშვილიც ჰყავს. რაც შეეხება მეკრეის, ბიანკასთან მას ასევე ერთი ქალიშვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები