LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბილოვის განცხადება ცინიზმი და შეურაცხყოფაა – გიორგი კანდელაკი

103

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება არის ცინიზმი, რასაც სახელმწიფომ მტკიცე პოზიცია უნდა დაუპირისპიროს.

”საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ეს განცხადება არის ცინიზმი და შეურაცხყოფა გარდაცვლილის ოჯახის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის. იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი დანაშაულის პრევენცია მოხდეს, ჩვენი ამოცანა და მტკიცე პოზიციაა სახელმწიფომ და ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი იმ პირების მიმართ, ვინც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმესთან. ეს არის ერთი რამ, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ და რაც იქნება შემკავებელი ფაქტორი“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში – ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები