LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიბლუსი გალერეაში“ საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა გაიმართება

898

21 აპრილს „ბიბლუსი გალერეა“ თანამედროვე მხატვრებს უმასპინძლებს.   ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 19 საათზე დაიწყება. შემოსული თანხით ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნებს შეიძენს, რომელიც  ახალქალაქის სოფელ ბავრის სკოლას გადაეცემა და გაიხსნება ქართული ბიბლიოთეკა.

გამოფენაზე 25-მდე ნახატი, სამკაულები და ტიხრული მინანქრის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაში ლევან აბრამიშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, რეშკა, ლევან მოსიაშვილი და სხვა თანამედროვე მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას.

საღამო წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ორგანიზებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ტარდება.

გამოფენა წიგნის საერთაშორისო დღის ფარგლებში იმართება. დამთვალიერებელს 24 აპრილამდე ექნება შესაძლებლობა, ეწვიოს „ბიბლუსი გალერეას” და ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს მისთვის სასურველი ნამუშევარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები