LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭებმა გოგონები დაიმსახურეს: თვითმფრინავში მოწყობილი სტრიპტიზის გამო ვიეტნამში სკანდალია (ვიდეო)

134

ვიეტნამის ახალგაზრდული ნაკრები აზიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ახალგაზრდა ვიეტნამელი ფეხბურთელები საყოველთაო ყურადღების ეპიცენტრში მხოლოდ ტურნირზე მიღწეული წარმატების გამო არ მოქცეულან. VietJet Air-მა ფეხბურთელებისათვის უცნაური ხერხით გადაწყვიტა წარმატების მილოცვა და თვითმფრინავში ნახევრად შიშველი მოდელები მიიწვია.

პიკანტურ ბიკინებში გამოწყობილმა მოდელებმა ფეხბურთელებისათვის იცეკვეს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს. ამის ამსახველი კადრების გავრცელებას საკმაოდ უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა ვიეტნამში და სკანდალი გამოიწვია.

VietJet Air-ის წინააღმდეგ ვიეტნამის სამოქალაქო ავიაციის საგამოძიებო კომიტეტმა საქმის წარმოება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელი ელის ავიაკომპანიას.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=8&v=53stnjwXD9w

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები