LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიჭებო თქვენი ოცნება ასრულდა! ქალაქი ჩაცუცქულია!”

88

სოციალურ ქსელში ყოფილი მაღალჩინოსანი ნუგზარ სულუაშვილი, ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებზე წერს.

როგორც ის ამბობს, ამ შემთხვევებზე საზოგადოება სინანულს გამოთქვამს, თუმცა არა ისე, როგორც თბილისში, კონკრეტულად კი ვერა–ვაკეში მომხდარ შემთხვევებზე გააკეთებდა.

“გუშინ ხაშურში, სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. მათგან ერთერთი უმძიმეს მდგომარეობაშია.
გამთენიისას, ავჭალაში ყაჩაღებმა მოკლეს ცოლქმარი…
ასპინძაში 45 წლის მამაკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს.
საზოგადოება სინანულს გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ პეროების გარჭობაზე თავს იკავებს რამდენიმე გარემოების გამო.
ხაშური და ასპინძა თბილის არ არის და და არც ავჭალაა ვერა და ვაკე…
თუმცა პოზიტიური სიახლეც გვაქვს, რომელმაც ერთნაირად აღაფრთოვანა ნაციც და ქოციც – ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული აბესაძე თავისუფალია.
თბილისში რომ ვიყო, აუცილებლად შევამკობდი გვირგვინით იუსტიციის სახლის წინ აღმართულ მემორიალს, ქედს მოვიხრიდი მათი ხსოვნის წინაშე და ვეტყოდი: ბიჭებო თქვენი ოცნება ასრულდა! ქალაქი ჩაცუცქულია!”,– წერს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები