LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიჭებზე ორსულობა ქალების ჯანმრთელობისთვის საშიშია

369

ორსულობის დროს ბიჭის მუცლის ტარება ქალის ორგანიზმისთვის ბევრად საშიშია, ვიდრე გოგოსი, ამის შესახებ ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერები საუბრობენ. საუბარია ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელსაც ბავშვი გამოჰყოფს და ორსულ ქალებში ანთებით პროცესებს იწვევს. ეს პროცესები კი უჯრედების დაზიანებას იწვევს. თავისუფალ რადიკალებს ბიჭები გოგონებზე მეტი რაოდენობით გამოიმუშავებენ.

მშობიარობის შემდეგ კი ბიჭების დედებში ხანგრძლივი ავადმყოფობის, დეპრესიის და – ალცჰაიმერის დაავადების რისკიც კი იზრდება.

დასკვნები მეცნიერებმა 56 ჯანმრთელ ორსულზე დაკვირვებით გამოიტანეს. 27-მა ქალმა ბიჭი, 29-მ კი გოგონა გააჩინა. მშობიარობის შემდეგ მკვლევარები ქალებისა და ახალშობილებისგან სისხლის სინჯებს იღებდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები