LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბერს სპეცრაზმელებს აფინანსებდა – შალვა ნათელაშვილი

48

“შესრულდა 10 წელი 7 ნომებრის საზარელი ტრაგედიიდან,”– ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, განაცხადა. ნათელაშვილის თქმით, 7 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე ყოფილ ხელისუფლებასთან ერთად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია.

ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი იმ სპეცრაზმის სპონსორი იყო, რომელმაც აქცია დაარბია.

“სწორედ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით განხორციელდა ჩემი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა, დევნა, ოჯახის აწიოკება, ჩვენი ოფისის დარბევა. ამაზე ბიძინა ივანიშვილმა მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, ის მზადაა, 7 ნოემრბის საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები