LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი : გაჩნდა შანსი, საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ

34

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გაჩნდა შანსი, საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საერთოდ ვერ შევიდეს.

”მეორე ადგილზე მკვეთრად იკვეთებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. საშუალო რაოდენობა პარტიული სიიდან იყო 10 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარულ არჩევნებში ვერსად მოიგებს ”ნაციონალური მოძრაობა”. მათ შორის ზუგდიდშიც ვერ მოიგებს ის ქალბატონი (სანდრა რულოვსი). ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში ვერ მოიგებს ”ნაციონალური მოძრაობა” და ეს არის, ორჯერ ორი უდრის ოთხს. საშუალო შედეგი მათი იყო 10 კაცი, მინიმუმ 5 იყო, მაქსიმუმ 15. ბოლო ორი კვირის მანძილზე, მათ აგონიურ შეცდომებს თუ გავითვალისწინებთ, ჩემი აზრით, გაჩნდა შანსი, რომ მეორე ადგილზე ”თავისუფალი დემოკრატები” გავიდნენ. ეს არის ძალიან კარგი შანსი. ასეთი სცენარით, ”ნაციონალური მოძრაობა” გავა 5 კაცით პარლამენტში. არ გამოვრიცხავ საერთოდ ვერ შევიდეს. თუ მარგინალიზაციას გააგრძელებენ, ეს არ არის გამორიცხული”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები