LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი – გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა

27

სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რომელიც მე პირადად გიორგი კვირიკაშვილთან მქონდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი თავადაც იცავდა იმ პოზიციას, რომ ბანკებთან დაკავშირებით რეგულაციები უფრო ადრეც უნდა შემოღებულიყო.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, “იუნისეფის” კვლევის შედეგები მისთვის ტრაგიკული იყო და ამ შედეგებში ჭარბვალიანობას ლომის წილი ჰქონდა.

„ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ხალხი იღებდა სესხს და არ იცოდა, როგორ მომსახურებოდა მას. ეს იყო ის, რასაც ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პრემიერ-მინისტრი გახლდათ გიორგი კვირიკაშვილი, თვე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ შემეხსენებინა,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან ხშირად ახსენებდა ამ თემას ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ეუბნებოდა, რომ „ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა და ხალხი ვალებიდან ვეღარ ამოდის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები