LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი – გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო, მხოლოდ ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას

33

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი იყო ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღარ შეეძლო მართვა.

„მართვის ის მეთოდები, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში, მით უმეტეს პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის. მაგრამ ძალიან ხშირად მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვა და შეჯერება. როგორც ჩანდა, გიორგი კვირიკაშვილი ძირითადად ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებასა და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება, მყისიერად, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში.  გუნდის მზაობა არ შეიმჩნეოდა, მით უმეტეს პარლამენტის. ეს პრობლემა გუნდზეც აისახებოდა. კვირიკაშვილის მართვის ამ მეთოდის გამო, გუნდს  დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა. მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, მათ რიცხვში პარლამენტიც, მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ვერტიკალი, სიმკაცრე საერთოდ ირღვეოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები