LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას ემხრობა – აკაკი ზოიძე

75

“ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის დანარჩენი ყველა წევრი,” – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების ოფისში” უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

“მე შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ გადაწყვეტილების მიღება არ გაგრძელდება უსასრულოდ. ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა. პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა არანაირი, მაგრამ ჩვენ დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ.

ძალაში რჩება ის ვადები, ჩვენ გვინდა, რომ 7 ივნისისთვის, როცა ვადა გასდის გადაწყვეტილებას გადავადების თაობაზე, გვინდა გვქონდეს შეჯერებული ვარიანტი. ძალიან ბევრი პოზიცია დაახლოვდა, მაგრამ აუცილებელი იქნება დეტალებზე კონსულტაციების გაგრძელება,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

პოპულალურები