LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი მიესალმებოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა

42

ბიძინა ივანიშვილს არაფერი ექნება საწინააღმდეგო, თუ ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მას ჰკითხეს, როგორია მისი პოზიცია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩემი პოზიციაა – რატომაც არა?! თუმცა შორსაა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები. მაგ თემაზე მე არავისთან მსჯელობა არ მქონია, მათ რიცხვში, არც ირაკლისთან არ მქონია ამაზე ჯერ საუბარი. მე ვფიქრობ, ირაკლი ახალგაზრდა კაცია და შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ის ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა. ასე რომ, მე მივესალმებოდი დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა ორი წელიწადი დიდი დროა და ჯერ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები