LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა რეიტინგში ჩამოქვეითდა

630

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა. ამის შესახებ ჟურნალი ”ფორბსი” იუწყება.

წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი 298-დან 367-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. გავლენიანი გამოცემის შეფასებით, ქართველი მილიარდერი 4,5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. 2015 წლის რეიტინგის მიხედვით, ივანიშვილი 5,2 მილიარდის მფლობელი იყო.

Forbes-ის მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგში კიდევ რამდენიმე ცვლილებაა. მათ შორის, რეიტინგში ახალი სახელები გაჩნდა. 2017 წელს მსოფლიოს 195 ახალი მილიარდერი ჰყავს, მათგან 76 ჩინეთიდანაა, 25 კი -აშშ-დან. საერთო ჯამში, ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები