LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩვენ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს – თალაკვაძე

70

პარტია “ქართული ოცნების” განახლებული პოლიტიკური საბჭო დაეხმარება სახელისუფლებო გუნდს იმ რეფორმებისა და გადაწყვეტილების მომზადებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამომავლო განვითარებისთვის სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,  არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს “ქართული ოცნების” ყრილობა საქმიან ვითარებაში ჩატარდება, რომელსაც დელეგატები დაესწრებიან. რეფორმების ახალ ტალღას კი, სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება.

“რაც ნიშნავს, რომ საჯარო პოლიტიკის შემუშავების და გადაწყვეტილებების დამუშავების პროცესი პარტიაში კიდევ უფრო მეტად გადმოინაცვლებს. პოლიტიკური საბჭო სახელისუფლებო გუნდს კიდევ უფრო დაეხმარება, რომ ზუსტად ის გადაწყვეტილებები მომზადდეს და რეფორმებზე იმ ხარისხის მსჯელობები შედგეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას მომავალი განვითარებისთვის სჭირდება. რაც შეეხება პარტიაში დაგეგმილ რეფორმებს, აქ ძირითადი აქცენტი ჩვენს ამომრჩევლებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაკეთდება,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, წინ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია, რისთვისაც პარტიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საქმიანობაში აქტიურად ბრუნდება. ის, როგორც დამფუძნებელი, პარტიას აქამდე მხარს უჭერდა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ის პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩვენს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები