LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

94

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტზე, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად აირჩიეს. მისი კანდიდატურა ყრილობაზე კახა კალაძემ წარადგინა. მის კანდიდატურას მხარი კი ერთსულოვნად დაუჭირეს.

“ეს ადამიანი უანგაროდ ემსახურება ჩვენს ქვეყანას. მას ყველაზე მეტად შეუძლია გააძლიეროს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ბირთვი და შეუძლია დინამიკა შესძინოს, არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ მთელ ქართულ პოლიტიკას და ქვეყნის განვითარებას,” – ასე წარადგინა კალაძემ პოლიტიკაში დაბრუნებული ყოფილი პრემიერი.

“ქართული ოცნების” ყრილობაზე, თავმჯდომარის არჩევამდე პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს, რომელიც ასე გამოიყურება: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები