LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილისთვის კვირიკაშვილი განტევების ვაცი აღმოჩნდა – ზაალ უდუმაშვილი

128

“ალბათ, უნდა ველოდოთ ძალიან ხმაურიან პროცესებს გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ზაალ უდუმაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირველი არხისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის განტევების ვაცი აღმოჩნდა.

„ის, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა, ამას ჩვენ ექვსი წელია ვიძახით, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილიც იძულებული გახდა ეს ოფიციალურად დაედასტურებინა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ დღეს არის ბანკის მძევალი და ეს ბანკების დანაშაული კი არ არის, ეს არის ივანიშვილის დანაშაული, რომელმაც თავად შეუწყო ხელი ასეთი სისტემის ჩამოყალიბებას. ის ყოველთვის პასუხისმგებლობას აკისრებს სხვას იმ შეცდომაზე, რომელიც დაშვებული არის „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ შემთხვევაში, განტევების ვაცი არის გიორგი კვირიკაშვილი. მან დღეს პირდაპირ ფეხები შეაწმინდა ყოფილ პრემიერს და ყველაფერი, რაც ცუდი ხდებოდა და ხდება ამ ქვეყანაში, გადააბრალა კვირიკაშვილს და მის გუნდს. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, უნდა ველოდოთ ძალიან ხმაურიან პროცესებს უკვე კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ, ეს პრაქტიკულად დააანონსა ივანიშვილმა,”- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი არხის გადაცემის – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები