LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ბაობაბი 45 ათას დოლარად შეიძინა

2016

ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი მშენებარე პარკისთვის, ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე, 45 ათას დოლარად შეიძინა,

ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიიდან მიაწოდეს.

სწორედ ამ სოფელში, გობრონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში მდებარეობს ბაობაბის ხე, რომლის ასაკიც, ადგილობრივთა გადმოცემით მინიმუმ ასი წელია.

თავად ოჯახი, რომელსაც ხე ეკუთვნის, ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს, თუმცა მეზობლებმა მოგვიყვეს, რომ ამ ხის სანახავად თავდაპირველად სოფელს ექს პრემიერის ძმა ადიკო ივანიშვილი ეწვია, ამ დღეებში კი ხე თავად ექსპრემიერმაც ინახულა.

“მოვიდნენ დაათვალიერეს ფესვები, გაზომეს, გადაუღეს სურათები, თქვე, რომ გადატანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ხეს ფოთლები გასცვივაო”-ამბობს ერთ ერთი მეზობელი.

გავრცელებული ინფორმაციით ივანიშვილები ხეში 45 ათას აშშ დოლარს იხდიან.

ბაობაბის ხე ერთ ერთია იმ 70 ხიდან, რომლითაც  ივანიშვილი საკუთარ, შეკვეთილის რეზიდენციასთან მშენებარე პარკის შევსებას გეგმავს.

 

წყარო : “გურიის მოამბე”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები