LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა და ბერამ გიო ხუციშვილის ოჯახს მისაუმძიმრეს

119

მომღერალ გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შვილთან, ბერასთან ერთად მივიდა.

ყოფილმა პრემიერმა გარდაცვლილი მომღერლის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალო ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში ჩატარდა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

გიო ხუციშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები