LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა – მამუკა ბახტაძე

34

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა.

„დიახ, ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და პირველი ნაბიჯები გადავდგით. ეს არ არის საკმარისი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე, როგორც სისტემური რისკი, მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში. ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტები, რაც წარსულში ხდებოდა,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები