LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიძინა ივანიშვილს არ აქვს სურვილი და გეგმა მონწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში” – ირაკლი კობახიძე

77

“ბიძინა ივანიშვილს არ აქვს სურვილი და გეგმა მონწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის პოსტზე “ქართული ოცნება” სავარაუდოდ, სხვა კანდიდატს დაასახელებს.

“კონსულტაციებში პირველ რიგში, იქნება ჩართული ბიძინა ივანიშვილი და ის უშუალოდ წარმართავს ამ კონსულტაციბს,”- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

ეს არ იყო იმ მასშტაბის პრობლემა, რომელსაც ესაჭიროებოდა ბიძინა ივანისვილის დაბრუნება, ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ყველაფერი მალევე დალაგდა. როგორც კი დაბრუნდა პოლიტიკაში, იმავე დღეს მოგვარდა პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო პარტიის შიგნით დაპირისპირებასთან. ეს აჩვენებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის წონა. ამ მასშტაბის წონა და ნდობა არ აქვს არავის პარტიაში. დღეს იყო ჩვენი პარტიისთვის და ასევე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანო ღონისძიება, მმართველი პარტიის ყრილობა, სადაც მიღებული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და საბოლოოდ  გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, პოლიტიკაში დაბრუნებასთან საკავშირებით. ივანიშვილის გამოსვლაში იყო მნიშვნელოვანო გზავნილები, მან აღნიშნა,რომ  ეკონომიკა დემოკრატიას უნდა დაეწიოს. ეს იყო ჩვენი გარდატეხის მთავარი მონაპოვარი და სწორედ ამის შემოქმედი იყო ბიძინა ივანიშვილი,” – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები