LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსმა ქველმოქმედებისთვის 4,6 მილიარდი დოლარი დახარჯა

153

კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, ბოლო 17 წლის განმავლობაში, ქველმოქმედებისთვის ყველაზე დიდი თანხა გაიღო. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ბილ გეიტსმა საკუთარი კომპანიის Microsoft-ის ღირებულების 5% ქველმოქმედებას მოახმარა და საერთო ჯამში, შემოწირულობის მოცულობამ 4,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

შემოწირულობები ძირითადად სხვადასხვა ფონდში ირიცხება, რომლებიც გეიტსმა თავის მეუღლესთან ერთად დააარსა.

ქველმოქმედებისთვის, ბილ გეიტსმა 2000 წელს  5,1 მილიარდი დოლარი დახარჯა. ერთი წლით ადრე კი მან საქველმოქმედო საქმიანობაში 16 მილიარდი ჩადო.

1994 წლიდან დღემდე გეიტსმა ქველმოქმედებისთვის 35 მილიარდი დოლარი გაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები