LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთები იაფად: თურქეთის ავიახაზების გაყიდვების ფესტივალი დაიწყო

141

ბილეთები იაფად – „თურქეთის ავიახაზების“ გაყიდვების ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი გულისხმობს ფასდაკლების აქციას, რომელიც მოქმედებს ძირთადად თბილისიდან გასაფრენ ტრანსატლანტიკურ და შორეულ რეისებზე.

როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, ეს მიმართულებებია: ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, მაიამი, გუანჯო, პეკინი, ტოკიო, ჰავანა, ატლანტა, ბოსტონი, ვაშინგტონი, ტორონტო, ფჰუქეთი, მავრიკია და სხვა…

მათივე ინფორმაციით, ბილეთების შესყიდვა შესაძლებელია 25 აპრილიდან 16 მაისამდე, ხოლო ფრენა – 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 მარტამდე.

შეგახსენებთ, ევროპის საუკეთესო ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ყოველდღიურად 4 რეისს ახორციელებს სტამბოლის აეროპორტების მიმართულებით, ხოლო სტამბოლიდან ავიაკომპანია მსოფლიოს 298 მიმართულებით დაფრინავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები