LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთების გაყიდვა იწყება: დიდი რაგბი მოდის

42

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 31 მაისიდან 18 ივნისამდე მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები თბილისში და ქუთაისში მსოფლიო საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს.

ბილეთები გაყიდვა სალაროებში იწყება

  • 24 მაისიდან ბილეთების გაყიდვა მესხის სტადიონის სალაროებში დაიწყება – ყოველდღე 11 საათიდან 19 საათამდე.
  • 28 მაისიდან ბილეთების გაყიდვა ქუთაისში აია არენას სალაროებში დაიწყება – ყოველდღე 11 საათიდან 19 საათამდე.
  • ავჭალის სტადიონზე ბილეთები 31 მაისიდან მხოლოდ სამატჩო დღეებში 11 საათიდან სამატჩო დღის ბოლო მატჩამდე გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ონლაინ გვერდზე www.TKT.ge/U20

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ იმართება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება – თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (13 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში – ავჭალისა და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.

დღის ბილეთის ფასი სტადიონების მიხედვით:

ავჭალის სტადიონი 
ჯგუფური ეტაპი: 20 ლარი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი);

პლიოფები და ფინალები: 15 ლარი (13 ივნისი და 18 ივნისი);

აია არენა

ჯგუფური ეტაპი: 5 და 10 ლარი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი);

მიხეილ მესხის სტადიონი

პლიოფები და ფინალები: 5 და 15 ლარი (13 ივნისი და 18 ივნისი);

ყურადღება! საქართველოს ნაკრები პლეიოფებს (13 ივნისი) და ფინალებს (18 ივნისი) მიხეილ მესხის სტადიონზე ითამაშებს (მიუხედავად დაკავებული ადგილისა).

ტურნირის შესახებ

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება. თავდაპირველად მასში 16 გუნდი მონაწილეობდა.  2010 წლიდან მოასპარეზეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველო პირველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მიეცა.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთიაფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესთერში მიიღეს (მას შემდეგ, რაც 2015 წელს მოიგეს შესარჩევი ტურნირი – “მსოფლიო რაგბის” 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალია ძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო მასპინძლის სტატუსით, არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები