LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბილტმორში” სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

105

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვისდღეს თბილისში, სასტუმრობილტმორშიგაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით   საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ და კორეის ქალაქ ულსანის მერის მოადგილემ  ჰიო იონ ვუკმა მიმართეს. საერთაშორისო კონფერენციაშ 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.

„სახელმწიფო მთის კურორტების განვითარებაში ძალზე კონცრენტრირებულად ხარჯავს საკმაოდ დიდ რესურსებს, შესაბამისად, ეს კონფერენციაც არის ამ რესურსებისა და ამ აქტივობების  დაფასება.  ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის ერთერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები. ამიტომ ვთვლით, რომ ეს  მიმართულება  ჩვენი ტურიზმის განვითარების ერთერთი სტრატეგიული ნაწილია და ეს კონფერენცია ძალიან ხელსაყრელია იმისთვის,  რომ კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პრომოცია“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს  გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის სამინისტროს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით,  კონფერენციაში მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი მონაწილეობს. „კონფერენცია ხელს შეუწყობს  მსოფლიოში უკვე არსებული დიდი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას  ჩვენს ქვეყანაში  და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოში  როგორც მთის კურორტების, ასევე ზოგადად ტურიზმის განვითარებას“ – აღნიშნა ჩოგოვაძემ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე  სამთო კურორტების განვითარებისთვის, რადგან თბილისში ჩამოსულია ძალიან ბევრი ექსპერტი, ინვესტორი და მთის მენეჯერი, რომლებიც ეცნობიან საქართველოს  პოტენციალს სამთო კურორტებზე.  ამ კონფერენციაზე  განხილული იქნება  ის პრობლემები და გამოწვევები,   რაც დღეს არსებობს სამთო კურორტებზე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ დიდ ოჯახში  ვართ ერთერთი მთავარი ფიგურა დღეს – გვეკითხებიან,  ჩვენც ვეკითხებით და ვუზიარებთ  ერთმანეთს გამოცდილებას“ – განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში  გახანგრძლივების,  ახალი ბაზრების დივერსიფიკაცის, ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების,  სამთო ტურიზმის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვისა  და  სხვა   მნიშვნელოვან საკითხებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო ბაზრებზე  სამთო კურორტების  პოპულარიზაციის კუთხით ინოვაციური მეთოდების გამოყენებისა და  იმ გამოწვევების შესახებ,  რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და  მარკეტინგულ სფეროებს  უკავშირდება.

კონფერენციაში მონაწილეობენ სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის არიან საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში და Atout France-ეს ადმინისტრატორი მიშელ დურიუ, MDP კონსალტინგის პრეზიდენტი პასკალ ღუ, შვეიცარიის ლოზანის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის დოქტორი ფიონა პია, ჩინეთის ტურიზმის კვლევის ინსტიტუტის დამაარსებელი ვოლფგანგ არლტი, ირანის სამთო ფედერაციის საერთაშორისო საქმიანობის პრეზიდენტი მაჰმუდ ჰაშემი, მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი ქეისი ოდაუდი და კონფერენციის სხვა დელეგატები.

ღონისძიების ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები