LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებაზე 28 მილიონი დაიხარჯება

88

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების მიმართულებით თბილისის მერია მიმდინარე წელს დაახლოებით 28 მილიონ ლარს დახარჯავს, – ამის შესახებ მერიის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“დაახლოებით 28 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ამ მიმართულებით 2018 წელს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი იყოს ძალიან ეფექტური. ნაცვლად არსებული პრაქტიკისა, ყველა ინფრასტრუქტურა განხორციელდება ტენდერების საფუძველზე, რომელსაც გამგეობები გამოაცხადებს. იცით, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ თანადაფინანსებით და ამხანაგობებს უნდა შეეგროვებინათ ფული 10-20-30%, ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილებები. 100%-ით დაფინანსება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა კონკრეტული პროექტის ღირებულების 10%-ს წარმოადგენს. ამხანაგობებმა საერთო კრებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დამატებით რა ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს მოახმარენ შემდგომ ამ თანხას. ყოველივე ეს ხელს შეუწობს თანხების რაციონალურ და ეკონომიკურ ხარჯვას, რაც მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს, რომელიც ასევე გამორიცხავს კორუფციის რისკებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები