LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემაში პრობლემებია

123

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელს მუშაობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით პრობლემები აქვს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

თბილისის მერმა მის მოადგილეს, ილია ელოშვილს დავალება მისცა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების სისტემის არსებული მოდელი შეცვალოს და მისი ახლებურად გააზრება მოხდეს.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების სისტემის არსებულ მოდელში გვაქვს პრობლემები. 28 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით და მგონია, რომ ეს არ არის ეფექტური. გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს პრობლემები. მინდა ილია ელოშვილს დავავალო, რომ მოხდეს ამ სისტემის და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება და განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი. ჩვენ ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და რაც მთავარია, ეს ყველაფრი უნდა იყოს გამჭვირვალე. მგონია, რომ მნიშვნელოვან და სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ ამ მიმართულებით”,- განაცხდა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები