LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბინძური ცეკვები“: ფოტოები საკულტო ფილმის რიმეიქის გადაღებებიდან

436

ქსელში 80-იანი წლების საკულტო ფილმის, „ბინძური ცეკვების“ რიმეიქი გამოქვეყნდა. განახლებულ  ფილმს ABC სულ მალე უჩვენებს, ამიტომ მისი პროდიუსერები მაყურებელში მის მიმართ ინტერესს უკვე ამძაფრებენ.

ფილმის „ინსტაგრამის“ ექაუნთზე პირველი კადრები გამოქვეყნდა. უმეტეს მათგანში მაყურებელი პატრიკ სუეიზისა და ჯენიფერ გრეის მონაწილეობით სცენებს ამოიცნობს.

ბების როლს ახალ „ბინძურ ცეკვებში“ ებიგეილ ბრესლინი ასრულებს, ხოლო ჯონს პროფესიონალი მოცეკვავე, კოლტ პრატსი ასახიერებს. „ჩვენ არ შეგვიქმნია ყველასთვის საყვარელი ფილმის ასლი. ჩვენს ისტორიას ორიგინალის დნმ აქვს, მაგრამ მასში ბევრ სიახლესაც შეხვდებით. თქვენ გაიგებთ, რა ბედი ეწიათ ბაბის და ჯონის იმ ზაფხულის შემდეგ – ერთი სიტყვით, ბევრ სიურპრიზს გთავაზობთ“, – განაცხადა მსახიობმა დებრა მესინგმა, რომელიც ფილმში მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები