LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინები გაიაფდა, მყიდველმა კი იმატა

69

ბინების გაყიდვების მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაიზარდა. ამის შესახებ ”ფორტუნას” უძრავი ქონების კომპანია ”ბერუკას” დამფუძნებელმა და დირექტორმა, ავთანდილ გუგეშაშვილმა განუცხადა.

როგორც ”ბერუკას” დირექტორი ამბობს, ბინების გაყიდვების ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ”პირველი ფაქტორი არის ის, რომ ბინები საგრძნობლად გაიაფდა. გარდა ამისა, მეორე ფაქტორად შეგვიძლია დავასახელოთ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, წინა თვეებთან შედარებით, დასტაბილურება. მესამე ფაქტორი კი თავად ბანკებია. ისინი იპოთეკურ სესხებს უკვე დაბალ პროცენტში გასცემენ, რაც ხალხს ბინის შეძენას უადვილებს”, – განაცხადა ავთანდილ გუგეშაშვილმა.

როგორც ”ბერუკას” დამფუძნებელმა და დირექტორმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, იპოთეკურ სესხებს ძირითადად სტაბილური სამსახური მქონე პირები იღებენ, შესაბამისად, ბინებსაც ისინი ყიდულობენ. რაც შეეხება ყველაზე გაყიდვადი ბინების ფასებს, ყველაზე ხშირად 100-დან 150 ათასამდე დოლარის ფარგლებში ღირებულების ბინები იყიდება.

”ბინების გაყიდვის მაჩვენებელი მეორადი ბინების ხარჯზეა გაზდრილი. სიიაფის გამო, მომხმარებელი ძველ, ანუ იგივე მეორად ბინებს ყიდულობს. პირველადი (ახალაშენებული) ბინების ფასი კი საკმაოდ მაღალია”, – აღნიშნა ავთანდილ გუგეშაშვილმა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები