LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიომეტრიულ პასპორტზე მოთხოვნა გაორმაგდა: ვიზალიბერალიზაციის შედეგები

299

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის იანვრიდან 1-ელ აპრილამდე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტი 44 624-ით მეტმა ადამიანმა აიღო.

როგორც “ფორტუნას” სახელმიწფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს,  საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის გაცემის სტატისტიკა გაიზარდა, კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ბიომეტრული პასპორტი 83 042 მოქალაქემ აიღო, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვრიდან 1-ელ აპრილამდე) 38 418 ბიომეტრული პასპორტი გაიცა.

საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა მხოლოდ ბიომეტრული პასპორტით შეუძლიათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, დღეს საქართველოს 1 მილიონამდე მოქალაქე ბიომეტრულ პასპორტს ფლობს.

გარდა იმისა, რომ ბიომეტრიულ პასპორტთა მსურველების რიცხვის ასეთი ზრდა შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას უკავშირდებოდეს, უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სახლში, ამ პერიოდში პასპორტების გაცემაზე აქცია მოქმედებდა. ბიომეტრიული პასპორტების აღება 50 ლარად იყო შესაძლებელი.